ვზრუნავთ ჰოსპის „ფერისცვალებაზე“ და ვეხმარებით ავადმყოფებს, უპოვრებს, მოხუცებსა და უმწეოებს. ვაგრძელებთ ქართველ ქალთა ქველმოქმედების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
„ტრადიცია ცეცხლის გადაცემაა და არა ფერფლის თაყვანისცემა“გუსტავ მალერი
ჩვენი მიზანია ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ ჰოსპისზე ზრუნვა, ავადმყოფთა, უპოვართა, მოხუცთა და უმწეოთა დახმარება, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა და საჭირო სახსრების მოძიება.
ვისაც შეუძლია გაიღოს დრო, პროფესიული ცოდნა ან მატერიალური დახმარება, მოდით, ერთად აღვადგინოთ ქართული ქველმოქმედების საუკეთესო ტრადიცია.
„ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათე 5:7)
XIX–XX საუკუნეების ქართველმა ქალებმა დააარსეს სკოლები, თავშესაფრები, სახელოსნოები და საქველმოქმედო საზოგადოებები. მათ ზრუნვას ავადმყოფები, ობლები და გაჭირვებული ოჯახები ეყრდნობოდნენ. ჩვენი საზოგადოება ამ გზის გაგრძელებად იქმნება.
ჰოსპისი 2003 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. იგი უსასყიდლოდ ემსახურება მზრუნველობამოკლებულ, განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს როგორც სასნეულო სახლში, ისე შინმოვლის სერვისით, და მხარს უჭერს მათ ოჯახებს.
ჰოსპისის საქმიანობა მთლიანად შემოწირულობებზე, მოხალისეობრივ შრომასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
მოხალისეობა, პროფესიული დახმარება ან ნივთიერი შემოწირულობა: დაგვიკავშირდით და ერთად ვიპოვით საუკეთესო გზას.